Thursday, June 17, 2010

პროექტი

1.პროექტის სახელი:

XIX საუკუნის 60–80–იანი წლების პრესა––ტერმინოლოგიური სიტყვათქმნადობის პროცესი



2.პროექტის მოკლე აღწერა:

მოსწავლეები გაეცნობიან XIX-საუკუნის II-ნახევრის პრესის ენას ტერმინების ჩამოყალიბების პროცესის შესწავლის მიზნით.


3.პროექტის სრული აღწერა:

მოსწავლეები ეცნობიან XIX-საუკუნის 60–80–იანი წლების პრესას. ყურადღებას ამახვილებენ ენობრივ ფორმებზე,ტრმინების სიტყვათქმნადობის პროცესზე.
პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია მოსწავლეების სამკაციან ჯგუფებად დაყოფა. თითოეული ჯგუფი იმუშავებს ერთ პერიოდულ ორგანოზე, მაგ: ერთი ჯგუფი გაეცნობა ,,სასოფლო გაზეთის"რამდენიმე გამოცემას, მეორე ჯგუფი–,,გუთნის-დედას", მესამე–,,ივერიას".
მოსწავლეები წინასწარ დამზადებულ ბარათებზე იწერენ ამა თუ იმ სამეცნიერო თუ საყოფაცხოვრებო ტერმინის შემცველ წინადადებას, მოძიებულ მასალას ახარისხებენ თემატურად (სასოფლო–სამეურნეო, იურიდიული ან სხვა სახის ტერმინები), ენობრივად(სიტყვის აგებულების, წარმოების, წარმომავლობის მიხედვით). მუშაობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ (მასალის მოძიება,დახარისხება), ყველა ჯგუფი იკრიბება, ერთმანეთს წარმოუდგენს მოძიებულ მასალას და გააცნობს გამოტანილ დასკვნებს.
მეორე ეტაპზე პროექტის მონაწილეთა მოსწავლეებისგან იქმნება მასწავლებლის მიერ მიზნობრივად შერჩეული სამკაციანი ჯგუფი, რომლის მუშაობის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით მოძიებულ ტერმინთა დაწყობა ანბანის რიგზე და მათი განმარტება, ანუ ელექტრონული ტერმინოლოგიური ლექსიკონის შედგენა.

4.მონაწილეთა ასაკი:

16–17 წელი.

5.ვადები,ხანგრძლივობები:

3–4თვე.

6.აქტივობები:

ჯგუფებში მუშაობა, ბიბლიოთეკებში მასალის მოძიება, კომპიუტერის გამოყენებით მისი დამუშავება.


7.მოსალოდნელი შედეგები:

1.XIX საუკუნის 60-80-იანი წლების პრესის მნიშვნელობის განსაზღვრა ენაში ახალ ფორმათა და ტერმინთა დამკვიდრებისა და გავრცელებისათვის:
ა)ცალკეული ტერმინების სიტყვათქმნადობის პროცესის განსაზღვრა.
ბ)ქართული პრესის მიერ ტერმინოლოგიური ლექსიკის ძიებისა და შემუშავების მრავალფეროვანი სურათის ჩვენება.
2.ელექტრონული ტერმინოლოგიური ლექსიკონის შედგენა.


8.სამუშაო ენა:

ქართული


9.კავშირი საგნებთან(ე.ს.გ.):

ქართული ენა, აგრეთვე, ქიმია, სამართალი (მოძიებულ ტერმინთა ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრის მიზნით).


10.პროექტის ავტორი:

თამარ რთველიაშვილი


11.ავტორის E-mail:

tamarrtveliashvili@gmail.com



12.პროექტის ვებგვერდი:

tamarrtveliashvili.blogspot.com